ჩვენს შესახებ giga February 6, 2020

ჩვენს შესახებ

Iknow-ს გუნდი დაკომპლექტებულია ისეთი პროფესიონალებისაგან, რომელთა გამოცდილებაც 10 წელს აღემატება.

აი ნოუ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ICT კლასტერის ერთ ერთი დამფუძნებელია. კომპანიის მთავარი მიზანი ხარისხიანი და ინოვაციური IT სერვისების მიწოდებაა. კომპანია, ზრდასთან ერთად, მუდმივად ორიენტირებულია თანამედროვე მეთოდოლოგიებისა თუ სისტემების შესწავლასა და განვითარებაზე. აი ნოუს პროგრესი, კლიენტების პროგრესის პროპორციულია.

სწორედ ამიტომ, კომპანია საიმედო ბრენდის სახელით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და დღესდღეისობით, თითქმის ყველა ინდუსტრიიდან 250-ზე მეტ საშუალო და მსხვილ კომპანიას უწევს კვალიფიციურ მომსახურებას. Iknow-ს გუნდი დაკომპლექტებულია ისეთი პროფესიონალებისაგან, რომელთა გამოცდილებაც 10 წელს აღემატება. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს, თანამედროვე აიტი ტენდენციები მარტივად დავაადაპტიროთ ლოკალური ბაზრის საჭიროებებთან და მომხმარებლებს მათზე მორგებული, ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ.

ჩვენი გამოცდილება
0
წელი
0 +
ინდუსტრია
190 +
კლიენტი
1490 +
პროექტი
190 +
დანერგვა
MissionAchievement
ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, ვაქციოთ იდეა რეალობად IT ტექნოლოგიების მეშვეობით

vision@2x
ჩვენი ხედვა

დინამიურ გარემოში, ჩამოვაყალიბოთ ისეთი ბრენდი, რომელიც ინოვაციების კვალდაკვალ, შექმნის ხარისხიან სერვისებსა და პროდუქტებს, როგორც ადგილობრივად, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პარტნიორი კომპანიები

BDO - აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია

bdo.ge

Balance - პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანია

balance.ge

Asseco Georgia პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებასა და განვითარებაში სპეციალიზირებული

asseco.com

სპეციალიზებულია SupTech-ში, RegTech-ში, მონაცემთა ანალიტიკასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში რეგულატორებისთვის, სამთავრობო უწყებებისა და საწარმოებისთვის

fina2.net
ჩვენი გუნდი
2
„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კომპანიაში ყველა მიმართულებით სრული ჩართულობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება პირადად მიწევდა. მიხარია, რომ დღეს კომპანია თვითმყოფადი გახდა. მე კი შესაძლებლობა მომეცა, მოვიძიო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მრავალმხრივ განვითარებაში დაგვეხმარება“
ირაკლი გოგოლაძე
დირექტორი
Natia
პროფესიულ გამოწვევებში ნათია გამოკვეთს პროცესების გაუმჯობესებას, თანამშრომლების და კლიენტების კმაყოფილების შენარჩუნებას და Work-Life ბალანსის დაცვას. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად ის ყოველთვის ახალ გზებს ეძებს და მუდმივად ცდილობს, რომ სამუშაო პროცესი უფრო ეფექტური გახადოს.
ნათია კვარაცხელია
საოპერაციო დირექტორი, COO
grigalava
მარიამი აღნიშნავს, რომ წლების მანძილზე კომპანიის მიმართ კლიენტების დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ამის მიზეზი კი, მათი მოთხოვნების სიღრმისეული შესწავლა და საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებაა.
მარიამ გრიგალავა
დანერგვებისა და მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელი
Untitled design (7) (1)
Iknow-ში გატარებული თითოეული დღე და მრავალფეროვანი პროექტები სალომესთვის არის მოტივაცია, რომ რაიმე ახალსა და საინტერესოს აღმოაჩენს
სალომე წულაძე
Custom Development lead
Scroll to Top
×

პრეზენტაციის ფორმა

თუ გსურთ პრეზენტაცია ამ საკითხზე გთხოვთ შეავსოთ ფორმა