Iknow-ს პროგრესი, კლიენტების პროგრესის პროპორციულია. სწორედ ამიტომ, კომპანია საიმედო ბრენდის სახელით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და დღესდღეისობით, თითქმის ყველა ინდუსტრიიდან 250-ზე მეტ საშუალო და მსხვილ კომპანიას უწევს კვალიფიციურ მომსახურებას.
Iknow-ს გუნდი დაკომპლექტებულია ისეთი პროფესიონალებისაგან, რომელთა გამოცდილებაც 10 წელს აღემატება. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს, თანამედროვე აიტი ტენდენციები მარტივად დავაადაპტიროთ ლოკალური ბაზრის საჭიროებებთან და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული, ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ.
•პროდუქტის ძიება არტიკულით და შტრიხკოდით
• პროდუქტის დასკანერება მობილური ტელეფონის კამერით, დამატებითი მოწყობილობის გარეშე
• პროდუქტის ფასი და ნაშთი საწყობების ჭრილში
• პროდუქტის ფოტო
სერვისები
სააღრიცხვო სისტემის მომხმარებლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციებისა და დიაგნოსტიკის სერვისი, ხელს უწყობს: პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას, მათი პროდუქტიულობის შენარჩუნებასა და ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირებას.
ეხმარება ბიზნესს ეფექტურობის გაუმჯობესებაში და აძლებს მათ შესაძლებლობას მიაწოდონ მომხმარებლებს ინოვაციური გადაწყვეტილებები მათ უნიკალურ პროცესებზე მორგებული ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროდუქტების განვითარების მიმართულება ქმნის ინოვაციურ IT პროდუქტებს კომპანიისა და მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით და მათი პრობლემების გადაჭრის მიზნით.
სისტემები, რომლებიც ადრე მხოლოდ აღრიცხვას ემსახურებოდნენ, ახლა ციფრულ ეპოქაში, კომპანიის მართვის და მენეჯმენტის მთავარ ინსტრუმენტებად გადაიქცა. შესაბამისად, სწორად შერჩეული და სრულად დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა აუცილებელია არა მხოლოდ აღრიცხვის, არამედ ოპერაციული მართვისთვის.
ჩვენი გამოცდილება
სასაწყობე პროცესების რობოტიზაცია
კომპანია იყენებდა სააღრიცხვო სისტემის „1c მაღაზია-საწყობი”საბაზისო ვერსიას, ინტეგრაციის სუსტი მოდელით. ფერებისა და ზომების მიხედვით დაშტრიხკოდებული სასაწყობე მარაგის დიდი მოცულობის გამო, ბევრ დროს და ფულს ხარჯავდნენ ინვენტარიზაციასა და ფილიალების მომარაგების ყოველდღიურ ოპერაციებზე.
ვრცლად
WMS სისტემასთან ინტეგრაცია
კომპანიის მასშტაბის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა სასაწყობე ოპერაციების უფრო დეტალურად აღრიცხვა, რისთვისაც კომპანიამ დანერგა WMS სისტემა, მაგრამ მისი ეფექტური ფუნქიონირებისთვის კომპანია დადგა გამოწვევის წინაშე დაეინტეგრირებინა WMS და ERP სისტემები, რათა მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლით მაქსიმალურად ავტომატიზირებული გაეხადათ პროცესი და გამოერიცხათ როგორც ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები, ასევე საკადრო რესურსების ზრდა ინტეგრაციის არარსებობის პირობებში
ვრცლად
მშენებლობის სექტორში მინი ERP სისტემის დანერგვა
კომპანია იყენებდა პროგრამა: “ორისს”, თუმცა მენეჯმენტის მხრიდან დადგა სააღრიცხვო პოლიტიკას გაუმჯობესების საკითხი; საჭირო იყო სისტემის მორგება ახლად ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე, რომლებიც თავის მხრივ დაფუძნებული იყო თანამედროვე პრაქტიკაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე. ცვლილება შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, როგორიცაა შესყიდვებისა და გაყიდვების მართვა, ანგარიშსწორებების, აქტივებისა და ვალდებულებების მართვა; მოხერხებული და თანამედროვე სტრუქტურის ანგარიშგებები,
ვრცლადბლოგი
გაიგეთ სიახლეები კომპანიის შესახებ


