მშენებლობის სექტორში მინი ERP სისტემის დანერგვა

კომპანიის შესახებ

Construction Service -ის საქმიანობა მოიცავს ლითონ-კონსტრუქციების, საავტომობილო ხიდების/გზაგამტარების/გვირაბების მშენებლობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციას და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობას.
კომპანიას აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებში; ასეთი პროექტების მართვა და აღრიცხვა კი საჭიროებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა თანამედროვე სისტემის დანერგვა.
CS-ში პროგრამა “ბალანსი” დავნერგეთ 2022 წელს და დღემდე ვაგრძელებთ ადმინისტრირების მომსახურებას.

Construction Service
კომპანია
4+
პარტნიორობა

გამოწვევა

კომპანია იყენებდა პროგრამა: “ორისს”, თუმცა მენეჯმენტის მხრიდან დადგა სააღრიცხვო პოლიტიკას გაუმჯობესების საკითხი; საჭირო იყო სისტემის მორგება ახლად ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე, რომლებიც თავის მხრივ დაფუძნებული იყო თანამედროვე პრაქტიკაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე. ცვლილება შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, როგორიცაა შესყიდვებისა და გაყიდვების მართვა, ანგარიშსწორებების, აქტივებისა და ვალდებულებების მართვა; მოხერხებული და თანამედროვე სტრუქტურის ანგარიშგებები, მათ შორის მოგება-ზარალისა და ბალანსის ანგარიშგებები.
დასმული ამოცანებიდან გამომდინარე არსებული სისტემა ვეღარ პასუხობდა კომპანიის მოთხოვნებს.

გადაწყვეტის გზა

ბიზნეს-პროცესების შესწავლის შემდეგ დაზუსტდა კომპანიის მხრიდან დასმული მოთხოვნები და საჭიროებები, ამის შედეგად გადაწყდა მინი ERP სისტემის დანერგვა, რომელიც ერთის მხრივ გვთავაზობს თანამედროვე პრაქტიკას და თანამედროვე მოხერხებული ფორმის ანგარიშგებებს, მეორეს მხრივ ამ პროგრამის ლოგიკა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებზე და ადგილობრივ კანონმდებლობაზე.

შედეგი

Scroll to Top
×

პრეზენტაციის ფორმა

თუ გსურთ პრეზენტაცია ამ საკითხზე გთხოვთ შეავსოთ ფორმა