წარმოებისა და საცალო რეალიზაცის პროცესების დანერგვა
ბლაუენშტაინ საქართველო არის ხორც-პროდუქების მწარმოებლი ორგანიზაცია, საკუთარი ფერმებით მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მოვლისთვის, ასევე აქვს საკუთარი სასაკლაო და ხოცრ-პროდუქტების გადასამუშავებელი აღჭურვილობები;
ამ კომპლექსური პროცესების სამართავად გადაწყდა თანამედროვე სისტემის გამოყენება, შედეგად ჩვენ დანერგვა განვახორციელეთ ბიდიოსთან ერთად, 2019 წელს და დღემდე ვაგრძელებთ მიმდინარე ადმინისტრირების მომსახურებას; დანერგვისა და დანერგვის შემდგომი მომსახურების გაწევისას დამკვეთის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო და არასტანდარტული ამოცანა, რომლებიც სწრაფად და ეფექტიანად გადავწყვიტეთ ჩვენს მიერ აწყობილი “ტიპიური ოპერაციების” დანერგვით, რომლებიც დღემდე თავის წილ ამოცანებს წარმატებით ასრულებენ ყოველდღიურ საქმიანობაში.
გადაწყვეტის გზა
გამოწვევა
ჩვენს შორის თანამშრომლობის დაწყებამდე კომპანია იყენებდა სააღრიცხვო სისტემის „1C UNF” ვერსიას, რომლის ფუნქციონალიც ერთის მხრივ სრულად არ შეესაბამებოდა კომპანიის ბიზნეს-პროცესებსა და ამოცანებს, მეორეს მხრივ ეს ვერსია არ იყო სრულად და წარმატებით დანერგილი საწარმოში: საცალო გაყიდვებიდან დაწყებული წარმოების პროცესამდე გაგრძელებული არ ხდებოდა ყველა საჭირო ჩანაწერის ფორმირება ავტომატურად. საერთო ჯამში არ ხდებოდა ყოველდღიური სრულყოფილი აღრიცხვა, არ იყო მიღწეული ავტომატიზაციის საჭირო დონე, პროგრამის მომხმარებლებს უწევდათ არაკომფორტულ გარემოში მუშაობა ანგარიშგებები მაინც არ იყოს სანდო.
ამ რთულ გარემოში გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა ეფექტიანი გეგმის მომზადება დროის მოკლე პერიოდში, რის შედეგადაც მალევე უნდა აღმოფხვრილიყო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ძირითად პრობლემა.

შევისწავლეთ კომპანიის ბიზნეს-პროცესები, გამოწვევები, საჭიროებები, გამოვყავით ყველაზე პრიორიტეტული საკითხები და დადგინდა რომ არსებული პროგრამის კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა მათ საჭიროებებს; შევთავაზეთ სხვა კონფიგურაციის დანერგვა; ამ შეთავაზებაზე დამკვეთი დაგვთანხმდა და დავნერგეთ ახალი პროგრამა, რომელმაც სრულად მოაგვარა საცალო და საბითუმო გაყიდვების ნაწილში არსებული ავტომატიზაციისა და აღრიცხვის მანამდე არსებული პრობლემები და საცალო გაყიდვები გახდა უფრო მოქნილი, სწრაფი და სანდო. ასევე “ბექის” ნაწილშიც სრულად მოხდა ბიზნეს-პროცესების შესაბამის აწყობების და დოკუმენტების შერჩევა, თანამშრომლების დატრენინგება და პრაქტიკაში დანერგვა. ამით გადაწყდა და მოგვარდა მანამდე არსებული პრობლემები.
შედეგი
წარმატებით განხორციელდა საცალო და საბითუმო გაყიდვების ავტომატიზაცია; წარმოებისა და სასაწყობე მეურნეობის მართვის ავტომატიზაცია და გამართული აღრიცხვა; სხვა სტანდარტული და არასტანდარტული ოპერაციების კომფორტულ გარემოში აღრიცხვა; მთლიანობაში ანგარიშგებების გახდა სანდო და ოპერატიული.