WMS(Warehouse Management System) სისტემასთან ინტეგრაცია

კომპანიის შესახებ

ჯი დი ემი (შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია) 2005 წლიდან ეწევა სადისტრიბუციო და ლოგისტიკურ საქმიანობას საქართველოში და მიზნად ისახავს გახდეს უმსხვილესი ლოგისტიკის, დისტრიბუციის, კატეგორიის მენეჯმენტის, მერჩენდაიზინგის და მარკეტინგული სერვისის მიმწოდებელი.კომპანიას აქვს 5 ფილიალი საქართველოს მასშტაბით (საწყობები და ოფისები). იგი დისტრიბუციას აწარმოებს 60 ეკიპაჟით და ფარავს საქართველოში 7000 სავაჭრო წერტილს.

კომპანია, მის გაფართოებასთან ერთად, დადგა პროცესების ეფექტურად მართვის გამოწვევის წინაშე, ამიტომ გეზი აიღო პროცესების გაციფრულებისკენ. ამ ეტაპზე კომპანიაში პროცესების უმეტესობა გაციფრულებულია, რაც საშუალებას აძლევს მას ნაკლები დანახარჯებით და მეტი ეფექტურობით მართოს სხვადასხვა ოპერაციები.

GDM
კომპანია
5+
პარტნიორობა
50+
პროექტი

გამოწვევა

კომპანიის მასშტაბის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა სასაწყობე ოპერაციების უფრო დეტალურად აღრიცხვა, რისთვისაც კომპანიამ დანერგა WMS სისტემა, მაგრამ მისი ეფექტური ფუნქიონირებისთვის კომპანია დადგა გამოწვევის წინაშე დაეინტეგრირებინა WMS და ERP სისტემები, რათა მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლით მაქსიმალურად ავტომატიზირებული გაეხადათ პროცესი და გამოერიცხათ როგორც ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები, ასევე საკადრო რესურსების ზრდა ინტეგრაციის არარსებობის პირობებში. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დროითი დანაკარგები, რომელიც გარდაუვალი იყო ინტეგრაციის გარეშე, რადგან სხვადასხვა განყოფილებები იყენებდნენ ERP და WMS სისტემას და ყველა მათგანი ეყრდნოდა ამ სისტემებში არსებულ ინფორმაციას.

 

გადაწყვეტის გზა

შევისწავლეთ კომპანიის საწყობის მართვის ბიზნეს-პროცესები.
დეტალურად დავამუშავეთ და მხარეებმა ერთობლივად განვიხილეთ WMS სისტემის მომწოდებლების მიერ მოწოდებული ინტეგრაციის პროტოკოლი.
გავეცით რეკომენდაციები კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტექნიკური გადაწყვეტილებების ოპტიმალური მუშაობის მიმართულებით.
WMS და ERP სისტემებს შორის ინტეგრაციისთვის განისაზღვრა მონაცემების მიმოცვლის მეთოდოლოგია.
მეთოდოლოგიის შესაბამისად ERP სისტემაში მოხდა მონაცემთა ბაზის პარამეტრების დამუშავება მათი WMS სისტემასთან ინტეგრაციისთვის შესაბამისობაში მოსაყვანად.
დამუშავდა მომწოდებლისგან საქონლის მიღების, საწყობებს შორის გადაადგილების, ინვენტარიზაციის, მყიდველის შეკვეთების, შიდა შეკვეთების, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის მოდულების სისტემებს შორის მიმოცვლის მეთოდები. განისაზღვრა კონკრეტული დოკუმენტებისთვის მიმდინარე სტატუსების მინიჭების ლოგიკები.
აეწყო WMS და ERP სისტემებს შორის დაკავშირების მოდულები.
გაკეთდა მონაცემთა გაცვლის ლოგირება.

შედეგი

შეცდომების დაშვების ალბათობის და რისკის შემცირება: სისტემებს შორის მონაცემების ავტომატური მიმოცვლის შედეგად შემცირდა მომხმარებლის მექანიკური ჩარევა სასაწყობე ოპერაციების დამუშავების პროცესში.
საოპერაციო საქმიანობის ეფექტურობის ზრდა: სისტემებს შორის ინტეგრაციის შედეგად გამოირიცხა განმეორებადი სამუშაოების შესრულება, გაიზარდა ინფორმაციის თანმიმდევრულობა და სიზუსტე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეფექტურ საოპერაციო საქმიანობას.
დანახარჯების შემცირება და პროდუქტიულობის გაუმჯობესება: WMS სისტემაში სასაწყობე ოპერაციების ოპტიმიზაციამ ERP-დან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გააუმჯობესა შეკვეთის დამუშავების პროცესი, რამაც შეამცირა მისი დამუშავების დრო და გამოიწვია საწყობის პროდუქტიულობის გაუმჯობესება.
მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ზრდა: სასაქონლო დანაკლისების და გადარევების შემცირებამ, სწორი ინფორმაციის მიწოდებამ და საკომუნიკაციო არხების გაციფრულებამ გაზარდა ეფექტურობა და შეამცირა დრო, რამაც გამოიწვია მომხმარებლების კმაყოფილების ზრდა.
კომპანიის კონკურენტუნარიანობის ზრდა: ზემოხსენებული პროცესების და სისტემების დანერგვამ კომპანიას მისცა საშუალება გადადგას ნაბიჯი მისი გლობალური მიზნისკენ გახდეს ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია. საკადრო დანახარჯების კარდინალური ზრდის გარეშე, სასაწყობე ოპერაციების ოპტიმიზირების გზით, გაზარდოს კომპანიის ოპერაციების მოცულობა.
Scroll to Top
×

პრეზენტაციის ფორმა

თუ გსურთ პრეზენტაცია ამ საკითხზე გთხოვთ შეავსოთ ფორმა