SMS შეტყობინებების ავტომატიზაცია
ახალი ნათება არის ქართული კომპანია, რომელიც პირველად 1999 წელს წარსდგა მომხმარებლის წინაშე სანათი საშუალებების ფართო სპექტრით. წარმოდგენილი 20 000 -მდე დასახელების პროდუქცია მოიცავს ნათურებს, სანათ საშუალებებს, ავეჯსა და ინტერიერის აქსესუარებს . ჩვენი თანამშრომლობა ითვლის 15 წელზე მეტს. ამ პერიოდის განმავლობაში გაკეთებული გვაქვს არაერთი საინტერესო პროექტი. კომპანია აქტიურად ვითარდება და მუდამ ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რისთვისაც აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფის გაფართოება და მორგება მათ უნიკალურ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე.
გამოწვევა
კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ზრდაზე, მუდამ ზრუნავს მომხმარებლების კმაყოფილებაზე. ახალი ნათების გამოწვევა იყო ლოიალური კლიენტების ინფორმირება თითოეულ შენაძენზე და ამით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
გადაწყვეტის გზა
პროექტის ფარგლებში შესრულდა ინტეგრაცია იმ შუამავალ კომპანიასთან(SMSCO), რომელიც უზრუნველყოფს SMS-ების გაგზავნას. შევისწავლეთ კომპანიის ლოიალურ კლიენტებთან ვაჭრობის პროცესი. დავამუშავეთ SMSCO-ს მიერ მოწოდებული ინტეგრაციის პროტოკოლი. განისაზღვრა სისტემებს შორის მონაცემების მიმოცვლის მეთოდოლოგია და მის შესაბამისად დამუშავდა 1C-ის პროგრამაში მონაცემთა ბაზის ობიექტები. 1C-ის პროგრამაში, ინტეგრაციის შედეგად, ლოიალური ბარათის მფლობელზე გაყიდვის ან დაბრუნების დაფიქსირებისას, SMS სახით იგზავნება მყიდველის ტელეფონის ნომერზე ტრანზაქციის მონაცემები (გაყიდვის/დაბრუნების თანხა, დარიცხული ქულა და ბარათზე ჯამურად დაგროვილი ქულა).
შედეგი
მომხმარებელთან კმაყოფილების გაზრდა
კომპანიის რეპუტაციის ზრდა
გაყიდვების მოცულობის ზრდა
მომხმარებელთა ბაზის ანალიზი