ახალი პროდუქტები:
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ინდივიდუალურ და უნიკალურ მოთხოვნილებებზე მორგებული პროგრამული პროდუქტების შექმნაში. WEB/APP Development-ი ეხმარება ბიზნესს ეფექტურობის გაუმჯობესებაში და აძლებს მათ შესაძლებლობას მიაწოდონ მომხმარებლებს ინოვაციური გადაწყვეტილებები მათ უნიკალურ პროცესებზე მორგებული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ეფექტურობა
პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფა ეფექტურია, რადგან ის სპეციალურად შექმნილია თქვენი ბიზნესის მხარდასაჭერად.
მაშტაბი
საშუალებას მოგცემთ შეიმუშავოთ და შექმნათ მასშტაბური გადაწყვეტილებები, რომლებიც მოერგება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს.
მოქნილობა
Custom Development უზრუნველყოფს სრულ მოქნილობას ფუნქციების დასამატებლად, რაც საშუალებას მოგცემთ დინამიურ საბაზრო გარემოში იყოთ მუდამ მოწინავე პოზიციაზე და ეფექტურად უპასუხოთ ცვლილებებს.

WEB/APP Development

1C Software Development

ინტეგრაციები

WEB/APP Development

Custom Software Development

Odoo
ვებ/აპლიკაციის დეველოპმენტის სერვისი გთავაზობთ ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, დინამიური, მიმზიდველი და ფუნქციონალური ვებ გვერდების შესაქმნელად.
სერვისის მიზანი:
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ტენდენცია ციფრული ვაჭრობის ზრდისკენ მიდის, რაც ბუნებრივად აქცევს ონლაინ ვაჭრობას ერთ ერთ მთავარ არხად ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვით დაკავებული ორგანიზაციისთვის. ასეთი ტიპის კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოხერხებული, ინტიუტიური სავაჭრო პლატფორმის შექმნა ონლაინ ვაჭრობაში მზარდი კონკურენციის პირობებში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად.
კარგად შემუშავებული და ოპტიმიზებული ვებსაიტი აუცილებელია მომხმარებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის, სანდოობის დამყარებისთვის და ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
ჩვენ დაგეხმარებით, რომ უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტები და სერვისები, ხელი შეუწყოთ ონლაინ ტრანზაქციებს და უფრო მეტად ხილვადი გახადოთ ბრენდი თქვენი არსებული თუ პოტენციური მომხმარებლებისთვის.
სერვისისგან მისაღები სარგებელი:
- გაყიდვების მოცულობის ზრდა
- დიდი მარკეტზე გასვლის პოტენციალი
- ბიუჯეტური მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა
- გაფართოებული ანალიტიკა
- კლიენტის 360 გრადუსით დანახვის შესაძლებლობა
- გაზრდილი ნახვადობა და მისაწვდომობა - კარგად დაორგანიზებული ვებსაიტი ეხმარება პოტენციურ კლიენტებს გაეცნონ თქვენს ბიზნესს და შეისწავლონ მეტი თქვენი პროდუქტის/ სერვისის შესახებ. ძიების სისტემის ოპტიმიზირებით და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი წვდომით, შეგიძლიათ მოიზიდოთ მეტი ადამიანი თქვენს საიტზე, რაც ზრდის მათი თქვენს მომხმარებლად გარდაქმნის შანს.
