ციფრულ ეპოქაში,მონაცემთა ბაზების ეფექტური მართვა გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს, მათი მთავარი აქტივის, მონაცემების მართვაში.
სააღრიცხვო სისტემის მომხმარებლები დარჩებიან მიმართული თავიანთ ძირითად საქმიანობაზე და მიიღებენ მხარდაჭერას პრობლემების მოგვარებაში და სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებაში
სააღრიცხვო სისტემის მომხმარებლები მიიღებენ საკონსულტაციო სერვისებს პროგრამულ ფუნქციონალთან დაკავშირებით
თქვენი სისტემა იქნება სტაბილური და მოვლილი, ხოლო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესები – უწყვეტი.
-
მონაცემთა უსაფრთხოება და მთლიანობა:
ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას, რაც თავიდან აგარიდებთ რისკებს და დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ინფორმაცია - სისტემის ოპტიმიზაცია: სისტემის რეგულარული მოვლა და ოპტიმიზაცია ხელს უწყობს მის ეფექტურ მუშაობას და წარმადობის გაუმჯობესებას.
- პრობლემების სწრაფი გამოსწორება: ჩვენ სწრაფად მოგიგვარებთ ნებისმიერ სისტემურ პრობლემას და შევისწავლით, როგორ შეიძლება თქვენი მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების გაუმჯობესება.
- უსაფრთხოების მართვა: მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი და მართვა უზრუნველყოფს თქვენი სისტემის დაცვას ჰაკერებისგან და სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს:
სააღრიცხვო სისტემის მომხმარებლებისთვის კონსულტაციებისა და დიაგნოსტიკის მომსახურებას. ჩვენი სწრაფი და ეფექტური მხარდაჭერა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად აღმოფხვრან პრობლემები, შეინარჩუნონ პროდუქტიულობა და კონცენტრირება მოახდინონ მათ ძირითად საქმიანობაზე.
მონაცემთა ანალიზი და პრობლემის მოგვარების გზების განსაზღვრა: სწრაფი რეაგირება მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებულ საკითხებზე და მათი ეფექტური გადაჭრა:
- საკითხის დეტალური ანალიზი და ხარვეზების გამოვლენა
- პრობლემის გადაჭრის ეფექტური მეთოდების განსაზღვრა და შესაბამისი ცოდნის გაზიარება.
- შედეგების შეფასება და მონაცემთა პროცესების მონიტორინგი.
კონსულტაციების გაწევა სააღრიცხვო სისტემის მომხმარებლებისთვის, მათი პროგრამული ფუნქციებიდან გამომდინარე:
- კონსულტაციები მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე
- კონსულტაციები პროგრამაში არსებული ფუნქციონალით და მისი გამოყენებით
- მომხმარებლებისთვის სიახლეების გაცნობა რელიზური სისტემის შემთხვევაში
- კონსულტაციები და შეთავაზებები ახალი პრაქტიკებისა და შესაძლებლობების შესახებ.
- ლიცენზიების მართვა
- ბაზებთან წვდომის მართვა
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის (DBA) სერვისის აუთსორსინგი წარმოადგენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას თავაზობს მნიშვნელოვან სარგებელს, შემდეგი მიზეზების გამო:
- ექსპერტების ხელმისაწვდომობა: აუთსორსინგი უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებთან წვდომას, რაც აუცილებელია რთული მონაცემთა ბაზების მართვისთვის.
- ხარჯების ოპტიმიზაცია: შიდა DBA გუნდის შენარჩუნება შეიძლება იყოს დანახარჯიანი, ხოლო აუთსორსინგი ამცირებს ხარჯებს და უზრუნველყოფს მხოლოდ საჭირო სერვისების გადახდას.
- სწრაფი რეაგირება: აუთსორსინგი უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას სპეციალისტებთან და ამცირებს რეაგირების დროს, რაც აუმჯობესებს სერვისის ეფექტურობას.
- უახლესი ტექნოლოგიები: ჩვენი გამოცდილება და ტექნოლოგიების განვითარება მუდმივად უზრუნველყოფს მომსახურების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობას.
- სტრატეგიული რესურსების განაწილება: აუთსორსინგი ამცირებს IT საკითხებში ჩართულობას და საშუალებას აძლევს კომპანიას კონცენტრირდეს მთავარ მიზნებზე.
ადმინისტრირების სერვისის აუთსორსის მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- მომხმარებლის მიერ დასმულ საკითხებზე სწრაფი რეაგირება და მათი ეფექტური გადაწყვეტა
- მომხმარებლების დახმარება და ტრენინგი: ორგანიზება სასწავლო სესიებისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო კომფორტულად და ეფექტურად გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა.
- პროგრამის მუშაობის მუდმივი ზედამხედველობა, რათა ადრე დაიგეგმოს და აღმოფხვრილ იქნეს შესაძლო პრობლემები
- პროგრამის უახლესი ვერსიებით და მოდულებით განახლება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ახალ შესაძლებლობებს, სიჩქარის ოპტიმიზაციას და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
- მენეჯმენტის მხარდაჭერა - მენეჯმენტის მიერ ახალ ბიზნეს პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი სისტემური ცვლილებების შექმნა, დაგეგმვა, განხორციელება და მომხმარებლების გადამზადების უზრუნველყოფა.
- დოკუმენტაცია და ანგარიშგება: ყოველთვიური სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს ბაზაში შესაძლო შეცდომების გამოვლენას და მათ დროულად გამოსწორებას.
1
2
3
4
IT საკონსულტაციო კომპანიების ჩართვა ბიზნეს მოთხოვნათა შესწავლისა და BRD/FRD დოკუმენტების მომზადებისას წარმოადგენს სტრატეგიულ ინვესტიციას, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული გადაწყვეტილებების წარმატებულ დანერგვას და სტაბილურ ფუნქციონირებას. მიზანია შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის განვითარებასა და მომავალი საჭიროებების შესრულებას.
- IKNOW ფლობს გამოცდილებას ბიზნეს პროცესების ანალიზსა და გაუმჯობესებაზე, მათ შორის პროგრამული სისტემების დანერგვაში. ჩვენი ცოდნა დაგეხმარებათ სწორი მოთხოვნების განსაზღვრაში.
- როგორც დამოუკიდებელი IT საკონსულტაციო კომპანია, ჩვენ ვთავაზობთ ობიექტურ კონსულტაციებს და უზრუნველვყოფთ ნებისმიერი სისტემის წარმატებულ ინტეგრაციას.
- ჩვენ სწრაფად ვამზადებთ დეტალურ დოკუმენტაციას, რაც ამცირებს პროდუქტის შერჩევის დროს და ზრდის დანერგვის ეფექტურობას.
- BRD და FRD დოკუმენტები აიდენტიფიცირებს რისკებს პროექტის დაწყებამდე და უზრუნველყოფს მათ შერბილებას საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით.
- ჩვენ ვმუშაობთ ისეთ პროგრამულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სწორად პასუხობს მომავალ მოთხოვნებს და ბიზნესის განვითარებას.
- დეტალური BRD და FRD უზრუნველყოფს ზუსტ ხარჯთა შეფასებას, რაც ახდენს ეფექტურ ბიუჯეტირებას და თავიდან იცილებს ზედმეტი ხარჯებს.