ციფრულ ეპოქაში, სადაც ბიზნესი და პროგრამული უზრუნველყოფები სწრაფად ვითარდება, ყოველდღე იზრდება სისტემების მნიშვნელობა, რომლებიც დროთა განმავლობაში აღრიცხვის ინსტრუმენტებიდან გადაიქცა კომპანიის მართვისა და მენეჯმენტის მთავარ ხელსაწყოდ. შესაბამისად, სწორად შერჩეული და სრული დანერგვის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღრიცხვის, არამედ ბიზნესის ოპერაციული მართვისთვის.
პროგრამული გადაწყვეტილების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმ გუნდზე, რომელიც მის უკან დგას. ეს გუნდი უნდა იყოს მულტიდისციპლინური და მოიცავდეს IT პროფესიონალებს, ბიზნეს ანალიტიკოსებს, პროექტის მენეჯერებსა და სხვადასხვა დეპარტამენტებს. თითოეული წევრი ასრულებს გადამწყვეტ როლს ტექნიკური განვითარების პროცესში და პროექტის ზედამხედველობაში.
დანერგვის პროცესის კომპონენტები და ეტაპები
შესწავლის ფაზა
- შესწავლის ფაზა, რომელიც ჩვეულებრივ პროექტის დაწყებისას ხორციელდება და მოიცავს BDR/FRD დოკუმენტების მომზადებას.
- ბიზნესის კონკრეტული მოთხოვნილებების ანალიზი და მათი გადატანა დეტალურ ფუნქციურ და ტექნიკურ საჭიროებებში.
- გადაწყვეტილების შექმნა და მორგება: სისტემის დიზაინი, რომელიც სრულად შეესაბამება ორგანიზაციის სპეციფიკურ პროცესებსა და სამუშაო რეჟიმებს, საჭიროების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტაცია.
- დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობა და კომუნიკაცია: ყველა შესაბამისი მხარის ინფორმირება და ჩართვა პროექტის ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოს შეთანხმება და გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა.
- გეფ ანალიზი
ბაზის ძირითადი აწყობა
სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება
ტესტირება და ხარისხის უზრუნველყოფა: პროგრამული უზრუნველყოფის მკაცრი ტესტირება, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.
მომხმარებლების უფლებები და ინტერფეისები
აქტიური მხარდაჭერის გაწევა
On job ტრენინგი: გულისხმობს კომპანიის ბიზნეს პროცესზე დაფუძნებულ ინდივიდუალურ ტრეინინგებს თითოეული თანამშრომლისთვის, რაც საშუალებას აძლევს თანამშომელს კონცერტრირდეს თავის სამუშაოებზე.
საწყისი ნაშთის დასმა
ცვლილებების მენეჯმენტი: სისტემის დანერგვის პროცესში, განსაკუთრებით ტრეინინგების დროს ვლინდება გაუთვალისწინებელი პროცესები, რომელიც თავისი მნიშვნელობით კრიტიკულია კონკრეტული თანამშრომლის სამუშაო გარემოსთვის. მნიშვნელოვანია ამ საკითხების დოკუმენტირება და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა/მართვა.