TMS(Transfer Management System) სისტემასთან ინტეგრაცია
შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია 2005 წლიდან ეწევა სადისტრიბუციო და ლოგისტიკურ საქმიანობას საქართველოში და მიზნად ისახავს გახდეს უმსხვილესი ლოგისტიკის, დისტრიბუციის, კატეგორიის მენეჯმენტის, მერჩენდაიზინგის და მარკეტინგული სერვისის მიმწოდებელი.კომპანიას აქვს 5 ფილიალი საქართველოს მასშტაბით (საწყობები და ოფისები). იგი დისტრიბუციას აწარმოებს 60 ეკიპაჟით და ფარავს საქართველოში 7000 სავაჭრო წერტილს.
კომპანია, მის გაფართოებასთან ერთად, დადგა პროცესების ეფექტურად მართვის გამოწვევის წინაშე, ამიტომ გეზი აიღო პროცესების გაციფრულებისკენ. ამ ეტაპზე კომპანიაში პროცესების უმეტესობა გაციფრულებულია, რაც საშუალებას აძლევს მას ნაკლები დანახარჯებით და მეტი ეფექტურობით მართოს სხვადასხვა ოპერაციები.
გამოწვევა
წლების მანძილზე კომპანიის მასშტაბურობის ზრდამ გამოიწვია ახალი მოთხოვნების ჩამოყალიბება ლოგისტიკური ოპერაციების მართვისათვის, კომპანიებს მოეთხოვებათ მუდმივად იმუშაონ შეკვეთის მიწოდების პროცესის გამარტივებისთვის და სატრანსპორტო ხარჯების შესამცირებლად, ამისთვის კომპანიამ გადაწყვიტა დაენერგა TMS სისტემა, ხოლო მისი ეფექტური ფუნქიონირებისთვის კომპანია დადგა გამოწვევის წინაშე დაეინტეგრირებინა TMS და ERP სისტემები, რათა მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლით მაქსიმალურად ავტომატიზირებული გაეხადათ პროცესი და გამოერიცხათ როგორც ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები, ასევე საკადრო რესურსების ზრდა ინტეგრაციის არარსებობის პირობებში. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დროითი დანაკარგები, რომელიც გარდაუვალი იყო ინტეგრაციის გარეშე, რადგან სხვადასხვა განყოფილებები ამუშავებდნენ ERP და TMS სისტემაში არსებულ ინფორმაციას.
გადაწყვეტის გზა
შევისწავლეთ კომპანიის საქონლის მიწოდების და ტრანსპორტის მართვის ბიზნეს-პროცესები.
დეტალურად დავამუშავეთ და მხარეებმა ერთობლივად განვიხილეთ TMS სისტემის მომწოდებლების მიერ მოწოდებული ინტეგრაციის პროტოკოლი.
ERP და TMS სისტემებს შორის გაცვლის ეფექტური მუშაობისათვის ERP სისტემაში დამუშავდა მონაცემთა ბაზის პარამეტრები და განისაზღვრა ERP და TMS სისტემებში მათი შესაბამისობა.
დამუშავდა მყიდველის შეკვეთის, შიდა შეკვეთის, გადაადგილების, დაბრუნების განაცხადის მოდულების TMS სისტემაში გაცვლის მეთოდები. დამუშავდა დოკუმენტების სტატუსების მინიჭების ლოგიკები.
აეწყო ERP და TMS სისტემებს შორის დაკავშირების მოდულები.
1C ERP სისტემიდან TMS სისტემაში გაიგზავნა კომპანიის სავაჭრო წარმომადგენლების და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია, ხოლო 1C ERP სისტემაში მოხდა TMS სისტემაში გენერირებული სავაჭრო წარმომადგენლების მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება.
გაკეთდა მონაცემთა გაცვლის ლოგირება.
შედეგი
შეცდომების დაშვების ალბათობის და რისკის შემცირება: სისტემებს შორის მონაცემების ავტომატური მიმოცვლის შედეგად შემცირდა მომხმარებლის მექანიკური ჩარევა საქონლის მიწოდების და სატრანსპორტო ოპერაციების დამუშავების პროცესში.
საოპერაციო საქმიანობის ეფექტურობის ზრდა: სისტემებს შორის ინტეგრაციის შედეგად გამოირიცხა განმეორებადი სამუშაოების შესრულება, გაიზარდა ინფორმაციის თანმიმდევრულობა და სიზუსტე, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ეფექტურ საოპერაციო საქმიანობას.
დანახარჯების შემცირება და პროდუქტიულობის გაუმჯობესება: TMS სისტემაში ERP სისტემიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეკვეთების დისპეჩერიზაციისა და ტრანსპორტის მართვის პროცესები, კერძოდ სავაჭრო წარმომადგენლებისთვის სწორ მარშრუტზე მისვლის შედეგად გაიზარდა შეკვეთების მიწოდების სისწრაფე, შემცირდა საწვავის დანახარჯები, რამაც გააუმჯობესა ლოჯისტიკის სამსახურის პროდუქტიულობა.
მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ზრდა: სწორი მარშრუტიზაციის შედეგად გაიზარდა მომხმარებლების შეკვეთების ოპერატიულად დაკმაყოფილების დონე, რამაც გამოიწვია მათი კმაყოფილების ზრდა.