სპეც-ტექნიკის სარემონტო და საგარანტიო მომსახურებების მართვა
დუსან ჯორჯია არის სამხრეთ კორეული ორგანიზაციის: Doosan infracore -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ამავე ბრენდის სპეც-ტექნიკისა და მისი ნაწილების რეალიზაციას საქართველოში. დუსან ჯორჯიასთან 2015 წელს პარტნიორ კომპანია BDO-თან ერთად დავნერგეთ ERP სისტემა და ჩვენი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.
გამოწვევა
კომპანია იყენებდა პროგრამა “ორისს”, რომელიც კომპანიის ბიზნეს-პროცესების მასშტაბების ზრდასთან ერთად ვეღარ აკმაყოფილებდა საოპერაციო და რეპორტინგის მოთხოვნებს: ერთის მხრივ საჭირო იყო სარემონტო და საგარანტიო მომსახურებების ეფექტიანი მართვა, აღრიცხვა და კონტროლი სპეციალური ანგარიშგებებით, მეორე მხრივ ბაზის მოცულობიდან გამომდინარე ბაზის ფუნქციონირება იყო შენელებული; გარდა ამისა, იდგა საჭიროება რომ კომპანიის დანარჩენები პროცესებიც გადაგვეტანა ახალ სისტემაში, რათა საერთო ჯამში მიგვეღო სწრაფი და მოქნილი სისტემა.
გადაწყვეტის გზა
ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე შეირჩა პროდუქტი – 1C 8.2 ERP, რომელიც სხვა სტანდარტული კონფიგურაციებისაგან განსხვავებით მორგებული იყო სარემონტო და საგარანტიო მომსახურებაზე, თუმცა კომპანიის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე საჭირო გახდა პროგრამირების გზით ზოგიერთი ფუნქციის დახვეწა; შესაბამისად დაიგეგმა და განხორციელდა საპროგრამირო სამუშაოები.
შედეგი
დანერგვის დასრულების შემდეგ კომპანიამ მიიღო საკუთარი სერვისების მართვის ეფექტიანი ფუნქციონალი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ერთ გარემოში მარაგების, თანამშრომელთა გამომუშავებისა და განვლილი მანძილების აღრიცხვა; ასევე გამარტივდა ინვოისებისა და რეალიზაციების გენერაცია, რითაც გადაიჭრა ერთი მსხვილი პრობლემა; ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიაში შრომის დანაწილება, ბუღალტერიას მოეხსნა სერვისების მართვის ვალდებულება და გადაეცა სერვისის განყოფილებას; გაუმჯობესდა კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორების შესაძლებლობები; იქიდან გამომდინარე რომ ERP კლასის პროგრამას გააჩნია ბიზნესისთვის საჭირო ყველა ძირითად მოდული, კომპანიამ შესაბამისად ყველა მიმართულებით მიიღო უკეთესი ფუნქციონალი, მაგალითად, შესყიდვები, გაყიდვები, ფულადი სახსრები, ძირითადი საშუალებები და სხვა.