სასაწყობე პროცესების რობოტიზაცია
საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი „გარფილიდი“ და „ჯი ქიდსი“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2005 წლიდან და აქვს 8 ფილიალი. ჩვენი თანამშრომლობა ითვლის 7 წელზე მეტს. ამ პერიოდის განმავლობაში გაკეთებული გვაქვს არაერთი საინტერესო პროექტი. კომპანია აქტიურად ვითარდება და იზრდება. კოლექციის მოცულობა, რომელსაც ყოველთვიურად იღებს ფერებისა და ზომების მიხედვით საშუალოდ 8 000 პოზიციაა
გამოწვევა
კომპანია იყენებდა სააღრიცხვო სისტემის „1c მაღაზია-საწყობი”საბაზისო ვერსიას, ინტეგრაციის სუსტი მოდელით. ფერებისა და ზომების მიხედვით დაშტრიხკოდებული სასაწყობე მარაგის დიდი მოცულობის გამო, ბევრ დროს და ფულს ხარჯავდნენ ინვენტარიზაციასა და ფილიალების მომარაგების ყოველდღიურ ოპერაციებზე.
გადაწყვეტის გზა
განვაახლეთ სააღრიცხვო პროგრამის ვერსია. სააღრიცხვო პროოგრამა „1c მაღაზია-საწყობი“ დავაინტეგრირეთ მონაცემთა მოკრების ტერმინალთან. საოპერაციო პროცესების შესაბამისად დავამუშავეთ ინვენტარიზაციისა და შიდა შეკვეთა – ფილიალის მომარაგების მოდულები
შედეგი
სამუშაოების გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება
ოპერაციების შესრულების ხანგრძლივობის შემცირება 60%-ით
დამატებითი ხარჯების შემცირება 50%-ით
ცდომილებების სწრაფად გამოვლენა და რისკების შემცირება