საბითუმო ვაჭრობის ინდუსტრიაში მინი ERP სისტემის დანერგვა
ნესტლე საქართველო არის Nestle -ს ნაწარმის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში. ნესტლე საქართველოში ახალი სისტემა დავნერგეთ 2016 წელს და დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ.
გამოწვევა
კომპანია იყენებდა პროგრამას: Superfin, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებდა იმ პერიოდში მენეჯმენტის მხრიდან დაყენებულ მოთხოვნებს; ასევე არასრულად იყო დანერგილი 1C UNF, რომელიც თავისი ფუნქციონალით სრულად არ შეესაბამებოდა კომპანიის საჭიროებებს.
კომპანიის თანამშრომლები ვერ ახორციელებდნენ ყველა აუცილებელ ოპერაციას პროგრამაში შეუსაბამო ფუნქციონალის გამო; ეს პრობლემა ვლინდებოდა ყოველდღიურ საქმიანობაში და იყო ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორი.
გადაწყვეტის გზა
კომპანიის ბიზნეს-პროცესების შესაწვლის შემდეგ დამკვეთის თანხმობით გადაწყდა დაგვენერგა იმ დროისათვის შედარებით ახალი კონფიგურაცია: 1C “ბალანსი”, რომელიც თავისი მახასიათებლებით სრულად აკმაყოფილებდა აქამდე არსებულ და გადაუჭრელ მოთხოვნებს, რადგან ეს კონფიგურაცია შეესაბამებოდა როგორც არსებულ ბიზნეს-პროცესებს, ასევე მის საკადრო რესურსს.
შედეგი
ახალი პროგრამული პროდუქტი წარმატებით დაინერგა კომპანიაში და დაფარა იქამდე არსებული ყველა ძირითადი პრობლემა, სრულად ჩაანაცვლა ძველი პროგრამები და ორგანიზაციის თანამშრომლებმა მუშაობა გააგრძელებს ერთ ახალ და თანამედროვე სისტემაში. დანერგვის შემდეგ აღმოიფხვრა შემაფერხებელი ფაქტორები და კომპანიას მიეცა საშუალება სწრაფად და ეფექტიანად აღერიცხა ყოველდღიური ოპერაციები; მნიშვნელოვანი სარგებელი ასევე გამოიხატა მრავალფეროვან მმართველობი ანგარიშგებებში და საგადასახადო ანგარიშგებებში, რომლებიც მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტებია მენეჯერული მართვისთვის და გადასახადების ადმინისტრირებისთვის.