აგროსფეროში მინი ERP სისტემის დანერგვა

კომპანიის შესახებ

შპს „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და დღესდღეობით წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას ამ მიმართულებით, თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“.
აგროსფეროში ბალანსის დანერგვა განვახორციელეთ 2019 წელს და დღემდე ვაგრძელებთ მიმდინარე მომსახურებას

 

აგროსფერო
კომპანია
7+
პარტნიორობა

გამოწვევა

კომპანია იყენებდა პროგრამა: “ორისს”, თუმცა მენეჯმენტის მხრიდან დადგა სააღრიცხვო პოლიტიკას გაუმჯობესების საკითხი; საჭირო იყო სისტემის მორგება ახლად ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე, რომლებიც თავის მხრივ დაფუძნებული იყო თანამედროვე პრაქტიკაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე. ცვლილება შეეხებოდა ყველა ძირითად მიმართულებას, როგორიცაა შესყიდვებისა და გაყიდვების მართვა, ანგარიშსწორებების, აქტივებისა და ვალდებულებების მართვა; მოხერხებული და თანამედროვე სტრუქტურის ანგარიშგებები, მათ შორის მოგება-ზარალისა და ბალანსის ანგარიშგებები.
დასმული ამოცანებიდან გამომდინარე არსებული სისტემა ვეღარ პასუხობდა კომპანიის მოთხოვნებს.

 

გადაწყვეტის გზა

ბიზნეს-პროცესების შესწავლის შემდეგ დაზუსტდა კომპანიის მხრიდან დასმული მოთხოვნები და საჭიროებები, ამის შედეგად გადაწგდა მინი ERP სისტემის დანერგვა, რომელიც ერთის მხრივ გვთავაზობს თანამედროვე პრაქტიკას და თანამედროვე მოხერხებული ფორმის ანგარიშგებებს, მეორეს მხრივ ამ პროგრამის ლოგიკა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებზე და ადგილობრივ კანონმდებლობაზე.

შედეგი

ERP სისტემის დანერგვის შემდეგ მივიღეთ სისტემა, რომელიც კარგად მოერგო აგროსფეროში მოღვაწე კომპანიის სპეციფიურ მოთხოვნებს; გამარტივდა ყოველდღიური მუშაობა, ასევე პროგრამის შესაძლებლობებიდან გამომდინარე შევძელით არასტანდარტული ოპერაციების აწყობა და სისტემაში იმპლემენტაცია; ახალმა სისტემამ გამოავლინა ბევრად მეტი მოქნილობა და შესაძლებელი გახდა საერთაშორიო სტანდარტებზე დაფუძნებული თანამედროვე პრაქტიკის რეალიზაცია.

Scroll to Top
×

პრეზენტაციის ფორმა

თუ გსურთ პრეზენტაცია ამ საკითხზე გთხოვთ შეავსოთ ფორმა