გლოვოსთან სრული ინტეგრაცია
კომპანიის შესახებ
თოლია(შპს ქართუ უნივერსალი) არის ნაყინის წარმოებისა და გაყიდვის კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1997 წელს.
კომპანია ოპერირებს კომპლექსური სააღრიცხვო სისტემისა და POS ინტერფეისის საფუძველზე. Glovo-ს პლატფორმაზე გაფართოებისთვის კომპანიას ესაჭიროებოდა სრულად ინტეგრირებული, ავტომატიზებული გადაწყვეტა.
თოლია
კომპანია
7+
პარტნიორობა
50+
პროექტი
გამოწვევა
Glovo-ს მხრიდან ოფიციალური ინტეგრატორის სტატუსის მოთხოვნა - ინტეგრაციის დაწყებამდე სტატუსის მიღება სავალდებულო პირობა იყო.
თოლიას კომპლექსური საცალო ვაჭრობის პროცესების Glovo API-სთან თავსებადი სტრუქტურით ადაპტაცია.
Glovo-ს შეკვეთების პირდაპირ POS სისტემაში ავტომატური ასახვა, შეგროვება (წარმოება) და გაცემა - ოპერატორის ჩარევის გარეშე
გადაწყვეტის გზა
-
მენიუს სინქრონიზაცია – სააღრიცხვო სისტემაში კონფიგურირებული მენიუს Glovo-ზე ატვირთვა და განახლება.
-
ფასებისა და ნაშთების ავტომატური განახლება – ნაშთის ნულოვანობის შემთხვევაში პროდუქტი Glovo-ზე ავტომატურად ხდება მიუწვდომელი.
-
შეკვეთის სრული მართვა POS-ში
– შეკვეთის მიღება და ასახვა POS სისტემაში
– შეკვეთის მოდიფიკაცია
– შეკვეთის სტატუსის განახლება
შედეგი
ფასი & ნაშთი - მუდმივი თანხვედრა სააღრიცხვო სისტემასთან
რესურსები - ოპტიმიზებული ადამიანური რესურსი
პროცესი - სამუშაო ნაკადის სრული ავტომატიზაცია
შეცდომები - ხელით შეყვანის შეცდომების პრევენცია
შეკვეთები - ოპერატიული ასახვა პირდაპირ POS სისტემაში