პროდუქტების განვითარების მიმართულება ქმნის ან მოიძიებს ინოვაციურ IT პროდუქტებს, რომლებიც პასუხობს როგორც კომპანიის, ისე მომხმარებლის საჭიროებებს. აღნიშნული მიმართულება აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, ზრდის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას და უზრუნველყოფს პროდუქტების დანერგვასა და მხარდაჭერას.
მუდმივი ინოვაციები უზრუნველყოფს კომპანიისა და კლიენტების გრძელვადიან წარმატებულ თანამშრომლობას და მუდმივ განვითარებას.
ორიენტირებულია თქვენი ბიზნეს საჭიროებების გაციფრულებაზე. ვიწრო ინდუსტრიალური გადაწყვეტილებების მოძიება-დანერგვა ზრდის კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ბიზნესის სიღრმისეული კონტროლის და ეფექტურობის ზრდის ინსტრუმენტებს.
ინოვაციურ პრაქტიკებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა კომპანიას აძლევს საშუალებას დინამიურად ცვალებად ბიზნეს გარემოში მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა თანამედროვე სისტემების მოქნილობის ხარჯზე.
ციფრული გადაწყვეტილებები
- მოწინავე ტექნოლოგიები
უახლესი ტექნოლოგიებით გაძლიერებული პროდუქტები, რომლებიც უზრუნველყოფს ბიზნესის ეფექტურობას და კონკურენტულ უპირატესობას.
- კონფიგურირებადი გადაწყვეტილებები
თანამედროვე კონფიგურირებადი სისტემები იძლევიან მოქნილობას პროცესების სრულად და მარტივად მორგების.
- მაღალი წარმადობა
ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლიერებს პროდუქტიულობასა და ეფექტურობას.
როგორ ვმუშაობთ
- საჭიროებების კვლევა ბაზარზე
ვცდილობთ გავიგოთ მომხმარებლის საჭიროებები და შევქმნათ მათთვის ღირებული პროდუქტი.
- უკუკავშირი
მუდმივად ვისმენთ მომხმარებლის აზრს და ვაძლიერებთ ჩვენს პროდუქტებს
- პარტნიორობა
ვთანამშრომლობთ მაღალი რეპუტაციის მქონე მომწოდებლებთან, რომლებსაც აქვთ ხელშესახები შედეგები თავიანთი პროდუქტების რეალიზებით ბიზნეს გარემოში. ასევე ვპარტნიორობთ ადგილობრივ კომპანიებთან ახალი ტექნოლოგიების შექმნის ინიციატივებში.
ტექნიკური მომსახურების და აქტივების მართვის სისტემა
CMMS არის მარტივი და ინტუიტიური პლატფორმა, რომელიც ნაგებობების ტექნიკური მომსახურების ქაოსს ერთი სისტემით აწესრიგებს.
ერთ სივრცეში აერთიანებს ტექნიკური გუნდის ყველა დავალებას და მომხმარებლების ყველა მოთხოვნას.
პროდუქტის ძირითადი ფუნქციონალები
რატომ CMMS?
რა არის პროდუქტის ძირითადი სარგებელი
- შემცირებული ავარიები - პრევენციული მომსახურება ამცირებს აღჭურვილობის მოულოდნელ გაჩერებას
- ხარჯების ოპტიმიზაცია - ეფექტური დაგეგმვა და სათადარიგო ნაწილების მართვა ამცირებს ხარჯებს
- პროდუქტიულობის ზრდა - პროცესების გამარტივება და შეფერხებების შემცირება
- ნებისმიერი დრო/ნებისმიერი ადგილი - სისტემასთან წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან
- სრული გამჭვირვალობა - ყველა პროცესის რეალურ დროში მონიტორინგი
იპოვეთ პროდუქტი არტიკულით ან შტრიხკოდით რამდენიმე წამში
დაასკანირეთ პროდუქტი თქვენი ტელეფონის კამერით, დამატებითი მოწყობილობის გარეშე
ნახეთ პროდუქტის ფასი და ნაშთი ყველა საწყობის ჭრილში
დეტალური ფოტოები თითოეული პროდუქტის შესახებ
ინვოისის დაგენერირება
ახალი კლიენტის დამატების შესაძლებლობა
მარტივი ინტეგრაცია – დაუკავშირდი, მართე, დაასკანერე
- ნაბიჯი 1: დააკავშირე სისტემა თქვენს არსებულ სისტემასთან უსაფრთხო API-ს საშუალებით
- ნაბიჯი 2: მართე წვდომები: განსაზღვრე მომხმარებლის როლები და წვდომის უფლებები ინტუიციური ადმინ პანელის მეშვეობით
- ნაბიჯი 3: დაასკანირე პროდუქტი სმარტფონით და მიიღე მყისიერი ინფორმაცია ფასებისა და ნაშთების შესახებ ყველა ფილიალში